“რუსეთი ჩვენი მტერი არ არის” – საფრანგეთის პრეზიდენტი

“რუსეთი ჩვენი მტერი არ არის”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ემანუელ მაკრონმა ალიანსის წევრებს ლონდონის სამიტამდე ერთი კვირით ადრე, მოსკოვთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მოუწოდა.

მაკრონის თქმით, ნატო-ს წევრებმა ყურადღება არა რუსეთისა და ჩინეთის, არამედ ტერორიზიმის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაამახვილონ. 

მსგავსი თემები