რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ თავის რაკეტებს ევროპის კონტინენტზე თუ განათავსებს, რუსეთი მზად არის, რაკეტები აშშ-საც დაუმიზნოს.

როგორც nv.ua წერს, რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს, საფრთხის შემთხვევაში, რაკეტები არა მხოლოდ იმ ქვეყნებს დაუმიზნოს, სადაც აშშ საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედ რაკეტებს განათავსებს, არამედ ამერიკისკენაც მიმართოს.

პუტინის თქმით, ზოგიერთი კლასიფიკაციის რაკეტა მოსკოვამდე 10-12 წუთში მიაღწევს. ამიტომ, რუსეთი იძულებული იქნება, თავდაცვის მიზნით, ასიმეტრიულ ზომებს მიმართოს.

მისივე თქმით, ​ამერიკა – რუსეთის ურთიერთობას ძნელად შეიძლება ეწოდოს მეგობრული. რუსეთს არავისთან სურს დაპირისპირება და ყველა მისი ნაბიჯი, რომელიც სამხედრო პოტენციალის ამაღლებას ითვალისწინებს, თავდაცვითია. 

„აშშ-ს გეგმავს თავისი რაკეტების ევროპის კონტინენტზე განთავსებას. ეს საერთაშორისო უსაფრთხოების სიტუაციას მკვეთრად დაძაბავს და რუსეთს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის, რადგან ზოგიერთი კლასიფიკაციის რაკეტა მოსკოვამდე 10-12 წუთში მიაღწევს. ამიტომ, რუსეთი იძულებული იქნება, ასიმეტრიული ზომები მიიღოს. რუსეთი მზად არის მიმართოს რაკეტები არა მხოლოდ იმ ტერიტორიებისკენ, საიდანაც რუსეთს საფრთხე დაემუქრება, არამედ სამიზნე ის ტერიტორიებიც იქნება, სადაც გადაწყვეტილების მიღების ცენტრები მდებარეობს“, – განცხადა ვლადიმერ პუტინმა ფედერაციულ საბჭოში ყოველწლიური გამოსვლის დროს.

ამავე გამოსვლაში პუტინმა მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ შეთანხმების დარღვევაში აშშ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

„აშშ-ის მხრიდან რუმინეთსა და პოლონეთში, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გამშვები სისტემების განთავსება, საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების აკრძალვის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა“, – განაცხადა პუტინმა.  

მსგავსი თემები