რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის

აშშ-თან ბირთვული პაქტის დაშლის შემდეგ, რუსეთი ახალ რაკეტებს შექმნის.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ვლადივასტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ფაქტი, რომ აშშ-ის ახალი რაკეტების განთავსება იაპონიაში და სამხრეთ კორეაში სურს, რუსეთისთვის სამწუხაროა და შეშფოთებას იწვევს, რადგან ახალი ამერიკული რაკეტები რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვან ტერიტორიას გადაფარავს.

შეგახსენებთ, რომ „მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების“ ხელშეკრულებიდან ვაშინგტონი გასულ თვეს გავიდა. რაკეტა „ისკანდერ ემ“-ის შექმნის გამო, აშშ-მა რუსეთი აღნიშნული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები