რუსეთის სინოდმა მწვავე გადაწყვეტილება მიიღო

მოსკოვის პატრიარქი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ლიტურგიისას არ მოიხსენიებს. ასეთია სინოდის დღევანდელი გადაწყვეტილება.

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი, ლიტურგიის დროს, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომეოსის მოხსენიებას შეწყვეტს,  მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიულ კავშირს კი შეინარჩუნებს. ასე დასრულდა რუსეთის სინოდის სხდომა.

„ეკლესიებს შორის ევქარისტიული ერთობა არ შეწყდება. მიღებული გადაწყვეტილება  კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოების კლირიკოსებს არ უკრძალავს, ერთობლივი ღვთისმსახურება ჩაატარონ“, – ასეთია  პატრიარქ კირილის პრესმდივანის განცხადება.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, მოსკოვის პატრიარქი კირილი კონსტანტინოპოლის პატრიარქზე ლოცვას შეწყვეტს. არადა, საეკლესიო დიპტიხის მიხედვით, კონსტანტინოპოლის პატრიარქს თხუთმეტ  საეკლესიო მეთაურს შორის, დღემდე, პირველ ადგილზე იხსენიებდნენ.

 

მსგავსი თემები