რუსეთის საპატრიარქო კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან კავშირს წყვეტს

მოსკოვის საპატრიარქოს, ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტ ილარიონმა მინსკში, სინოდის დასრულებით შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, სრულიად გაწყვიტოს ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან.

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც მიტროპოლიტი ილარიონი განმარტავს, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იძულებითი ნაბიჯი იყო. “სხვა გადაწყვეტილებას ჩვენი წმინდა სინოდი ვერ მიიღებდა, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლო ქმედებების მთელ ლოგიკას აქეთ მივყავდით“, – განაცხადა ილარიონმა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდმა ხუთშაბათს, განხეთქილებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მეთაურს, ფილარეტ დენისენკოს და მთავარეპისკოპოს მაკარი მალეტიჩს, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების მიზნით, ანათემა მოუხსნა.

მსგავსი თემები