რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია​ – “პატრიოტთა ალიანსი”

​პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ლომია აცხადებს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დასავლეთელი პარტნიორების ჩაურევლად.

როგორც გიორგი ლომიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ​მოსაზრება, რომ დასავლეთელი პარტნიორების გარეშე რუსეთი მოგვატყუებს, მცდარია. ერთადერთი რასაც ასეთ შემთხვევაში რუსეთი აკეთებს, საქართველოს საშუალებით დასავლეთს ევაჭრება.

“ჩვენ არ ვართ პრორუსული პარტია, ჩვენ ვართ ეროვნული ძალა და ჩვენი ამოცანაა, საქართველოს კეთილდღეობა. როცა ამბობ, რომ ხარ პროდასავლური, დასავლეთი სხვანაირად გიყურებს, მაგრამ როცა ამბობ, რომ ხარ ეროვნული ძალა, მაშინ შორიდან გელაპარაკება. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ დასავლეთი, რომ ვართ დასავლური ძალა და დასავლური ღირებულებების მქონე. მერე, როცა მოდის ხელისუფლებაში ასეთი ძალა, ყოველთვის ანგარიშვალდებულია ან დასავლეთთან, ან აღმოსავლეთთან. ანგარიშვალდებული უნდა იყო საკუთარ ქვეყანასთან”, – აცხადებს გიორგი ლომია.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსის” წევრები რუსეთში იმ მიზნით ჩადიან, რომ მიაღწიონ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან.

“2 წლის თავზე მივიღეთ შედეგი, ერთ მაგიდასთან აღმოვჩნდით აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ აქედან ატყდა ერთი ამბავი, როგორ დავსხედით ჩვენ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან. სად უნდა შეხვდეთ მაშინ, პირდაპირი დიალოგი თუ გვინდა? უცილებელია დავიწყოთ დიალოგი ერთმანეთთან. თუ შედგა დიალოგი ჩვენს დონეზე, ე.ი მზაობა არის და იქნება იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას მოვთხოვოთ აღადგინოს ურთიერთობა და გაიხსნას გამყოფი ზოლები. ​თავის დროზე პრეზიდენტ მარგველაშვილს ვკითხე, უცდია თუ არა რუსეთთან დიალოგი. არა აზრი არ აქვსო, – იყო პასუხი”, – აცხადებს გიორგი ლომია.

მსგავსი თემები