“როცა საქონელი ავად არის, ნუ დაკლავთ” – პაატა იმნაძე გლეხებს აფრთხილებს   

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ბოლო ჯილეხის გავრცელების პერიოდია და სოფლის მოსახლეობას მოუწოდებს თავიანთი საქონელი ჯილეხის, ანუ ციმბირის წყლული ბაქტერიის წინააღმდეგ აცრან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა იმნაძემ განაცხადა, ჯილეხის აფეთქების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოში. ​

“მივმართავ ფერმერებს და გლეხებს, როცა საქონელი ავად არის და კვდება, ნუ დაკლავენ და მით უმეტეს, ნუ გაატყავებენ. ბოლო შემთხვევა სწორედ დაკავშირებული იყო იმასთან, რომ დაავადებული ძროხის გატყავების გამო დაავადნენ საქონლის პატრონი და ოჯახის ახლობლები”, – აცხადებს პაატა იმნაძე.

მისივე თქმით, მალარიის რამდენიმე შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, რომელიც ძირითადად არის შემოტანილი, უცხოელი მოქალაქეების მიერ.

მსგავსი თემები