“როცა სასქესო ორგანოებზე შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია” – გია ვოლსკი

“როცა სასქესო ორგანოებზე შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ფეისბუქსტატუსის კომენტირებისას განაცხადა.

„როცა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამის მისადაგება იმ საკითხებთან, რასაც ჰქვია სერიოზული სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, არანორმალურია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შალვა ნათელაშვილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა:

„​​ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო, მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“, – წერს ნათელაშვილი.

მსგავსი თემები