„როცა მეუფე შიოს ვკითხე ბრალდებები დოკუმენტაციით რომ დავადასტურო მზად არის, მიპასუხა, შს მინისტრი არ ვარო“ – მღვდელმონაზონი ანდრია

მღვდელმონაზონი ანდრია აცხადებს, რომ სინოდს მათ წინააღმდეგ არანაირი დოკუმენტაცია არ გააჩნია, სასულიერო პირი ამბობს, რომ წლების მანძილზე ეკლესიაში უამრავი მოუგვარებელი პრობლემა დაგროვდა,რაც მისივე განმარტებით დღეს უკვე მასშტაბურია.

„როგორ შეიძლება იყოს მტკიცებულებები, როცა ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ისინი არ მოდიან, მარტივად იფარგლებიან და ამბობენ, რომ ესაა ცილისწამება, თუმცა კონკრეტული ადამიანები გამოჩნდნენ, ვინც არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლები. როცა მეუფე შიოს ვკითხე ბრალდებები დოკუმენტაციით რომ დავადასტურო მზად არის, მიპასუხა, შს მინისტრი არ ვარო.

2017 წლიდან „ციანიდის საქმე“ როცა წინა პლანზე წამოიწია ვამბობდით, რომ ამას სჭირდებოდა დრო და გადასინჯვა. სინოდის წევრებთან აჟღერებდა მეუფე პეტრე, რომ არსებობდა ფაქტები, რაზეც უნდა გვესაუბრა, წლების განმავლობაში დაგროვილი საქმე დღეს უკვე საკითხად იქცა. მამა გიორგიმ გამოაქვეყნა პატრიარქის ჩანაწერი, სადაც ის ამბობს, რომ საბჭოთა კავშირი არის გადამრჩენი, ის, რომ „კგბ -სთან“ თანამშრომლობდნენ უცხო არ არის, შესაბამისად, დღესაც ცდილობენ გოგაშვილის სახით მოახდინონ ზეწოლა ადამიანებზე, ვისი მეშვეობითაც მეუფე იაკობს აქვს კომპრომატები. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი ჩვენი დასაცავი გახდება, ისე წირავენ,“ – განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები