„რომ არა ჩემი სისწრაფე, „Glovo-ს ჭაბუკი“ ჩემს საბურავებში აღმოჩნდებოდა“ – ეკა გულუა

“Glovo” ასეთ ადამიანებს ქუჩაში სხვისი სიცოცხლე კი არა, პიცაც კი არ უნდა ანდო“ – წერს საკუთარ გვერდზე „მედიაცენტრი მთავარის“ დირექტორი ეკა გულუა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

„ეს „Glovo-ს ჭაბუკი“ დღეს კინაღამ მანქანაში შემომივარდა. საკუთარ თავსაც იღუპავდა და მეც ხომ მღუპავდა და მღუპავდა. რომ არა ჩემი სისწრაფე, ლუბლიანაზე, „Glovo-ს ჭაბუკი“ ჩემს საბურავებში აღმოჩნდებოდა. ჰო, და რომ გადავრჩი, მივუსიგნალე და ასე მივანიშნე სიფრთხილისკენ, სწორედ აქ დაიწყო, რაც დაიწყო, გამომეკიდა თავისი მოპედით, „გააჩერე“, „გააჩერეს“ ყვირილითა და საქმის გარჩევით. ამასობაში, სანამ მომდევდა, მე კი არა, ლამის სხვასაც შეუვარდა. როცა შევანელე, დამეწია და უკვე, ლამის, სალონში შემომივარდა საქმეები გარჩევით, როგორ ბედავ და მისიგნალებ-ო, არ იცი, რომ ჩემთვის დასიგნალება არ შეიძლება, ვიბნევი და შეიძლება დავიმტვრეო…. სანამ ჩემმა თანმხლებმა ტელეფონი მოიმარჯვა ამ ცირკის გადასაღებად, პირველი ზოლიდან საპირისპირო მხარეს ისე გადახდა და გაიქცა, თვალიც კი ვერ მოვკარი“ – წერს ჟურნალისტი და შსს-ს მიმართავს.

„ურიგო არ იქნება, შსს-მაც გაამკაცროს კონტროლი მოპედების მძღოლებზე, რადგანაც, მსგავსი პრობლემა საკმაოდ ხშირია. როგორ გადაადგილდებიან, რამდენად იციან მართვა, აქვთ თუ არა რაიმე მოწმობა, არიან თუ არა ფსიქიკურად ჯანმრთელები არავინ იცის, „Glovo“ და მისნაირები კი როგორც ჩანს, მხოლოდ საკუთარ შემოსავლებზე ფიქრობენ და სხვისი უსაფრთხოება და სიცოცხლე წყალსაც წაუღია“.

„ჰო, და, ჩემო “Glovo” ასეთებისთვის პიცის მინდობაც კი არ შეიძლება. ადამიანი სიგნალზე იბნევა და რას აკეთებს, საკუთარ თავზე პასუხს არ აგებს. ამ ჩინელებმაც ცოტა უნდა დააჩქარონ ორი ფსიქიატრიულის აშენება, თორემ, ცუდადაა ჩვენი საქმე“ – წერს ჟურნალისტი.

მსგავსი თემები