რომელი მწერებისა და ცხოველებისგან დაავადების შემთხვევები იზრდება ზაფხულში?!   

ძაღლები, გველები, ტკიპები, ფლებოტომუსები, კოღოები და მათგან გამოწვეული დაავადებები  –  ლეიშმანიოზი, ბორელიოზი, ყირიმ-კონგო და სხვა, ზაფხულის სეზონზე დაავადების მაღლ რისკს წარმოადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ზაფხულში სხვადასხვა ცხოველების (განსაკუთრებით ძაღლების) მიერ ადამიანთა დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის შემთხვევები მაღალია. რაც შეეხება ქვეწარმავლებს, ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გავრცელებული გველებიდან მხოლოდ ორი სახეობაა შხამიანი და გველისგან დაკბენის შემთხვევაში დაზარალებული დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გველის შხამის საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა აიცრას.

ბალახის ხმობის პერიოდში ასევე მაღალია ცხოველების ჯილეხით დაავადების ალბათობა. შესაბამისად, რეკომენდაციაა, რონ არ შეიძინოთ ხორცი თუ დარწმუნებული არ ხართ ხარისხის საიმედოობაში.

რაც შეეხება ლეიშმანიოზს, მისი რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია. დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით კი  აუცილებელია გადამტანებისაგან  თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას.

ერთ-ერთ მწვავე დაავადებას იწვევენ ტკიპები. მათ ბევრი საშიში დაავადება გადააქვთ, მათ შორის ბორელიოზი და ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება. რეკომენდაციით: „ტკიპების გავცელების არეალში ყოფნის შემდეგ, საგულდაგულოდ დაითვალიერეთ სხეული – ტკიპას გამოვლენისა და მისი უსაფრთხოდ მოცილების მიზნით. გახსოვდეთ – ტკიპას დროული მოშორება სხეულიდან – დაინფიცირების რისკის შემცირების კარგი შესაძლებლობაა. დაუშვებელია ტკიპების მოშორება დაუცველი ხელებით.“

მსგავსი თემები