რომან კაკულიამ ზარდიაშვილს თანამდებობის გაცვლა შესთავაზა

“შევთავაზებ, ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა,” – ამის შესახებ, ევროპარლამენტის ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ, ვანო ზარდიაშვილის ახალ სამსახურთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ვანო ზარდიაშვილის თქმით, ზარდიაშვილის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია არა აქვს:

“შევთავაზებ ხომ არ გამიცვლიდა თანამდებობას. მეტი რა ვქნა? ერთადერთი შეთავაზება მაქვს, გამიცვალოს თანამდებობა. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი რამდენად სწორია მისი ანაზღაურება”,- განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელმაც დეპუტატის მანდატი დატოვა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შვილობილ კომპანია “ენერგოტრანსში” დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 14 ათასი ლარია.

მსგავსი თემები