როენა, სასტუმრო “მამიდა”- ში თავშესაფარს ხსნის

პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული, როენა ხუცურაული სასტუმრო “მამიდა”- ში თავშესაფარს სექტემბერში ხსნის. ამის შესახებ ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა პრაიმთაიმს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს.

“ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს”, — ამბობს ადვოკატი.

როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით საკუთარ სახლშივე 8 მაისს დააკავეს. ხუცურაულს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის გადახდა შეუფარდეს.

მსგავსი თემები