როენა “მამიდას” ბრალი წარუდგინეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი წარედგინა ასევე როენა ხუცურაულთან ერთად დაკავებულ ორ პირს. 

როგორც როენა ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა ამჟამად ყველაფერი რიგზეა. მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

“უძრავი ქონება გაქირავებული ჰქონდა, ასევე იჯარით გადაცემული და ის არ ერეოდა ამ საქმიანობაში შესაბამისად მისთვის ბრალდება რაც წაყენებული აქვს, წარმოუდგენელია,”- განაცხადა როენა ხუცურაულის ადვოკატმა.

ხუცურაულთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ქალბატონის, ზინაიდა ქორიძის ადვოკატი კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ის სასტუმროში მხოლოდ ბარს ამუშავებდა.

“არავისთვის მას არაფერი რ გადაუცია მისი განმარტებით და პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობას ფართის გადაცემას, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ის მხოლოდ და მხოლოდ ამ სასტუმროში ამუშავებდა ბარს,” – მუხრან ღურწკაია 

როენა ხუცურაული სასტუმრო “მამიდის” მოიჯარესა და სასტუმრო “გოლდის” მფლობელთან ერთად სამართალდამცველებმა გუშინ აიყვანეს. არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

მსგავსი თემები