როდის დაიწყება გრიპის სეზონური აცრები?

პრევენციული მედიცინისა და იმუნიზაციის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის სეზონური ვაქცინაცია 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

აცრა წარმოებს ინფლუვაკით, ეს არის სამკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც ადამიანს 2 A და 1 B ვირუსისგან იცავს. ვაქცინაციის ფასი 35 ლარია.

ოთხკომპონენტიანი ვაქცინით აცრები, რომელიც იცავს 2A და 2B ტიპის ვირუსისგან, სავარაუდოდ, ნოემბრიდან დაიწყება.

მსგავსი თემები