“როდესაც „ნაც მოძრაობა“ და პარტიული ტელევიზიები არ იარსებებენ, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია თავისუფალია” – მამუკა მდინარაძე

” მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჟურნალისტს, ოპერატორებს, რომლებიც დღეს და ღამეს ასწორებენ იმისათვის, რომ ინფორმაცია გადასცენ საზოგადოებას”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, როდესაც არსებობენ პარტიული ტელევიზიები, გასაგებია ტენდენციური მიდგომა.

„მედიის წარმომადგენლებმა იციან თავისუფლების ხარისხი რამდენად იყო შეზღუდული 2012 წლამდე და რამდენად იზრდება დღითიდღე მათი თავისუფლების ხარისხი. ისინი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და როგორც სურთ, მაგრამ რადგან „ნაცმოძრაობა“ არის მილევად რეჟიმში. გპირდებით, რომ ძალიან მალე დამთავრდება ის დრო, როდესაც ჟურნალისტების მცირე ნაწილი, იქნება იძულებული, მაგალითად გაეკიდოს იმას, ვინც არ გარბის. დარწმუნებული ვარ, როდესაც „ნაც მოძრაობა“ არ იარსებებს და არ იარსებებენ პარტიული ტელევიზიები, შეგვეძლება ვთქვათ, რომ მედია არის აბსოლუტურად თავისუფალი“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

მსგავსი თემები