“როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა“ – თეა წულუკიანი გიგა ბოკერიაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი დეპუტატ გიგა ბოკერიას საპარლამენტო გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მის დანახვაზე ბოკერიას ბნედა მოსდის.

„მოვისმინე გიგა ბოკერიას სიტყვა ჩემთან დაკავშირებით და ხმამაღლა იყო დაწერილი მისი სიტყვა. არ არის მისგან უჩვეულო ამ ტიპის მასკარადი. განსაკუთრებით, როდესაც მე მხედავს, ემართება ბნედა. პოლიტიკურ ბნედას ვგულისხმობ. მე მინდა უბრალოდ დანანებით აღვნიშნო, რომ ეს ადამიანი, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბნელეთისკენ მიაქანებს საკუთარ პოლიტიკურ ძალას… ეს არის პროდასავლურობას ამოფარებული ანტიქართული ძალა, რომელიც საკუთარ პარტიას მიაქანებს ბნელეთისკენ, მაგრამ ამაზე მართალი გითხრათ, მე ვერ ვიდარდებ“ – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ გიორგი გახარიას თეა წულუკიანს გადაყენება სთხოვა.

მსგავსი თემები