როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ – რეკომენდაციები

ფუტკრის, ბზიკის ან კრა­ზა­ნას ნაკ­ბე­ნი საკ­მა­ოდ მტკივ­ნე­უ­ლია და ხში­რად სა­ში­ში ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის მი­ზე­ზიც ხდე­ბა. მედიკოსების თქმით, განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ექიმების თქმით, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანის ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს. 

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

– იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს, რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია;

– დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით;

– ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან;

– დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად;

– არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლოა გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება; 

– დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით;

– მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიის, თუნდაც მხოლოდ ერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.

დეტალურად იხილეთ ბმულზე:

https://mcm.ge/ფრთხილად-კრაზანები-გი/

მსგავსი თემები