როგორ უნდა მოვიქცეთ გაციების დროს? – რეკომენდაციები

ზამთარი გრიპის გარეშე არ არსებობს, შესაბამისად წლის ამ დროს, ვირუსებით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ცივ გარემოში ვირუსი ძლებს, დაახლოებით, 7 საათს, მაშინ როდესაც სითბოში თითქმის მომენტალურად კვდება. გრიპის გავრცელებას ხელს უწყობს დახურულ გარემოში ყოფნა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელ ​პაატა იმნაძის რეკომენდაციით, გაციებული და გრიპის ვირუსის მატარებელი ადამიანი, სასურველია გამოჯანმრთელებამდე დარჩეს სახლში და არ მივიდეს სამსახურში. ცემინების დროს ცხვირ-პირზე უნდა ავიფაროთ ერთჯერადი ხელსახოცი, ან იდაყვი. არ არის რეკომენდირებული ცემინების, ან ხველებისას  სასუნთქ გზებზე ხელის გულის მიფარება, რადგან ამ დროს ვირუსი ხელზე რჩება და ადვილად ვრცელდება ხელის სხვა საგნებზე შეხებით. ხშირად დავიბანოთ ხელები.

“ცივ ამინდებში ცოცხალი ვირუსი გარემოში 7 საათის განმავლობაში რჩება. დაცემინების დროს სახეზე ხელისგულის მიფარება არ შეიძლება, რადგან ხელით ვეხებით სხვა ნივთებს, ხელს ვართმევთ სხვა ადამიანებს და ამგვარად ვირუსი გადაგვაქვს”, – განუცხადა პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები