როგორ დავხვდეთ მზად მოახლოებულ გრიპის სეზონს – ექიმის რეკომენდაციები

ექი­მი, ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, არ­ჩილ მარ­შა­ნია იმ აუ­ცი­ლე­ბელ რჩე­ვებს უზი­ა­რებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლე­ბიც მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი გრი­პის სე­ზო­ნის­თვის უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ.

ექი­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­აა.

“ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი თავ­დაც­ვა გრი­პის ვირუ­სის­გან არის ვაქ­ცი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ყო­ველ წელს უნდა ჩა­ვი­ტა­როთ რად­გან ვირუ­სი იც­ვლის “ფორ­მას” და ყო­ველ წელს ხდე­ბა სა­ჭი­რო ახა­ლი ვაქ­ცი­ნის შექ­მნა. ვაქ­ცი­ნის ეფექ­ტუ­რო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ია. ჯერ­ჯე­რო­ბით უკე­თე­სი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს მე­დი­ცი­ნას, თუმ­ცა აქ­ტი­უ­რად მი­დის მუ­შა­ო­ბა უნი­ვერ­სა­ლურ ვაქ­ცი­ნა­ზე და იმე­დია, მალე მი­აგ­ნე­ბენ მა­გის გა­სა­ღებ­საც.

ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა ბავ­შვე­ბის­თვი­საც, ზრდას­რუ­ლე­ბის­თვი­საც, ორ­სუ­ლე­ბის­თვი­საც და მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის­თვი­საც. არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი კლი­ნი­კო-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა და ანა­ლი­ზე­ბი არ არის სა­ჭი­რო ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, უბ­რა­ლოდ, მი­დი­ხართ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კა­ბი­ნეტ­ში და ექი­მი გა­გე­სა­უბ­რე­ბათ.

რო­დის უნდა გა­კეთ­დეს და რო­დის არ შე­იძ­ლე­ბა, მა­გა­საც ად­გილ­ზე უკეთ აგიხ­სნით ექი­მი კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას. არ მო­გე­რი­დოთ შე­კი­თხვე­ბის დას­მა კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე, ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­გაც­ნოთ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია რაც გა­ინ­ტე­რე­სებთ (არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სას, ნე­ბის­მი­ე­რი მი­ზე­ზით ვი­ზი­ტი­სას).

ვაქ­ცი­ნის შემ­დეგ, სა­ჭი­როა გარ­კვე­უ­ლი დრო, რათა გა­მო­მუ­შავ­დეს იმუ­ნი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, ჯო­ბია გა­ვი­კე­თოთ გრი­პის სე­ზო­ნის მოს­ვლამ­დე, ანუ რო­გორც კი შე­მო­ვა ახა­ლი ვაქ­ცი­ნა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე.

ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია (რო­დის შე­მო­ვა, რა ღირს, რო­მელ კლი­ნი­კა­შია და ა.შ.) შე­გიძ­ლი­ათ გა­არ­კვი­ოთ ან ად­გი­ლობ­რი­ვად თქვენ უახ­ლო­ეს პო­ლიკ­ლი­ნი­კა­ში ან დარ­ე­კოთ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე – 1505 .

მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის გრიპ­ზე უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ცია იქ­ნე­ბა წელ­საც. რო­მე­ლი ჯგუ­ფე­ბის­თვის და რო­დის და­ი­წყე­ბა ეს აქ­ცია, და­ი­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებ გვერ­დზე (ncdc.ge) და ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე.

ვაქ­ცი­ნა (რო­გორც ყვე­ლა სხვა ვაქ­ცი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში) არის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და აქვს მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცია.

უკუღ­მა არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მათ შო­რის, არც ნი­ღბისა და ზო­გა­დად, მისი ტა­რე­ბა ყვე­ლა­ზე არა­ე­ფექ­ტუ­რია გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის­თვის.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან ერ­თად სხვა შე­იძ­ლე­ბა გა­ვა­კე­თოთ ის, რომ ვიკ­ვე­ბოთ სწო­რად, ხე­ლე­ბი და­ვი­ბა­ნოთ ხში­რად, მო­ვე­რი­დოთ რო­გორც ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, ისე და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ან­თან­თან კონ­ტაქტს;

აც­რით გრი­პი არ და­გე­მარ­თე­ბათ, გრიპს არ შვე­ლის “პერ­ცოვ­კის არა­ყი”, არც ჭაჭა, არც ცხვი­რის ნეს­ტო­ში გაფრ­ცქვნი­ლი ნი­ო­რის ჩა­დე­ბა, არც ბა­ო­ბაბ­ლა­ი­ფი, არც რე­ზერ­ვი და არც იმუ­ნო­რი­ცი და ზო­გა­დად, არც ერთი(!) ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ყარ­ტალ­ყურ­ტა­ლა ფხვნი­ლე­ბი რო­მე­ლიც ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გით იყი­დე­ბა. მა­ღა­ლი დო­ზე­ბით C ვი­ტა­მი­ნი იმუ­ნი­ტეტს არ “ამაღ­ლებს”, მი­თია;

გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არ არის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ეს არის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ტენ­ცი­უ­რად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბის შან­სებს 50%-თ შე­ამ­ცი­რებთ თუ არა, ეგ თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია.

ჯან­მრთე­ლო­ბას გი­სურ­ვებთ!” – აცხადებს ექიმი.

მსგავსი თემები