“როგორ გაასამართლებდით არსენა მარაბდელს?” – გოცირიძე მიქაუტაძეს

„თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა. მოვიდა საქმე თქვენთან. არსენა მარაბდელი გიზით წინ. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?”, – ამ კითხვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს.

მიქაუტაძემ გოცირიძეს საპასუხოდ განუცხადა, რომ თუ არსენა მარაბდელი დამნაშავე იქნებოდა, გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანდა.

„არის დამნაშავე არსენა, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება?”, – მიმართა გოცირიძემ კანდიდატს.

„თუ უკანონოდ წაართვა, დამნაშავეა. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება როგორ განკარგა ბატონმა არსენამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა”, – უპასუხა მიქაუტაძემ.

დღეს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მსგავსი თემები