“როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, რომ ახალი პრობლემები მოიგონო” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, ხურვალეთში არაფერი ხდება და განგაშის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ნეგატიური ფონის შესაქმნელად, ახალი პრობლემები მოიგონეს.

“რამდენად არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა, როდესაც პრობლემები ისედაც არ გაკლია და ახალი პრობლემები მოიგონო. ჩვენ არ გვჭირდება პრობლემების მოგონება, ჩვენ პრობლები ისედაც გვაქვს საოკუპაციო ზოლთან. ამ პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი და ჩვენი უცხოელი პარტნიორები.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ პრევენცია. ამ დროს პრობლემების მოგონება, მერე კომენტარების კეთება პოლიტიკური წრეებიდან, არის სულ მცირე უხეში სპეკულაცია.

ამაზე უარესი სიტყვები არ მინდა გამოვიყენო და თავისი სახელი დავარქვა. ჩემს რეპუტაციას გავუფრთხილდები და მხოლოდ ვიტყვი, რომ რაც იკადრეს ჩვენმა ოპონენტებმა იმისთვის, რომ ნეგატიური „აჯენდა“ შეექმნათ, სახელს არ დავაქმევ. ხომ არის საკითხები, რაც არ უნდა გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის. ხურვალეთში არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები