როგორ ავიცილოთ თავიდან ზაფხულის მწვავე ინფექციური დაავადებები – 15 რეკომენდაცია

ზაფხულის პერიოდში, საკვები პროდუქტებით ინტოსკიკაციისა და სხვა მძიმე გართულებებისგან თავის დასაცავად, დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ძირითადი, 15 რეკომენდაციის გათვალისიწნებას გვირჩევს.

• მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, განსაკუთრებით ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი ძალიან კარგად უნდა შეიწვას ან მოიხარშოს;

• მომზადებული კერძი სასურველია მიიღოთ ჯერ კიდევ ცხელი ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გაცხელდეს;

• მომზადებული საკვების ხელახალი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, მაცივარში ცალკე უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტი. უმი პროდუქტი შეხვეული ან პოლიეთილენის პარკში შენახული, ხოლო მოხარშული პროდუქტი შენახული თავდახურულ პატარა ზომის ჭურჭელში;

• სამზარეულოში აუცილებელია მოიხმაროთ უმი და მოხარშული პროდუქტისათვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისათვის) იზოლირებული დასამუშავებელი დაფები;

• არ მიიღოთ უმი, ნახევრად მოხარშული ან შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი;

• საკვებად არ გამოიყენოთ ჭუჭყიანი ან გაბზარული კვერცხები;

• არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები;

• სალათები უნდა შეიკაზმოს მაიონეზით ან არაჟნით უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;

• მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გულდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით, სასურველია ხილი მიიღოთ საღი, ახლად გაფცქვნილი;

• სასურველია ზაფხულის პერიოდში უარი თქვათ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებაზე, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია;

• თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80C ტემპერატურაზე დამზადებიდან არა უმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი – 72 საათი; ნაღების კრემით – 36 საათი; მოხარშული კრემით – 6 საათი; ათქვეფილი ნაღებით – 7 საათი;

• დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში, ჰოსპიტალიზებულ ავადმყოფების, მოხუცებისა და ბავშვების მოვლაში;

• დაავადებათა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს;

• ექიმის მოსვლამდე თავი შეიკავეთ საკვებისა და ანტიბაქტერიული წამლების მიღებისგან. აუცილებელია ავადმყოფს დაალევინოთ ე.წ. ორალური სარეჰიდრატაციო საშუალებები (რეჰიდრონი ან მისი ანალოგები) ან ანადუღარი წყალი ან სუსტი ჩაი, რადგან ღებინებისა და ფაღარათისგან ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს;

• დაუშვებელია თვით¬მკურ¬ნა¬ლობა, არასწორად ჩატარებული მკურნალობა ხელს უწყობს ქრო¬ნიკული დაავადების ჩამოყალიბებას.

შეგახსენებთ, რომ სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სწორედ ზაფხულის პერიოდზე მოდის ბაქტერიული და ინფექციული დაავადებათა რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი.


მსგავსი თემები