“როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ამას ვერასოდეს ეღირსებიან” – ნათელაშვილი რუსეთთან დიალოგზე

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები რუსეთთან მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ცნობს.

“ყოველგვარი მოლაპარაკებები რუსეთის მმართველ ელიტასთან შეიძლება დაიწყოს ერთადერთი პირობით, ცნონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არა იმ პირობით, რომ ჩვენ ვაღიაროთ ე.წ. ახალი რეალობა, საქართველოს ადგილას სამი სუვერენული სახელმწიფო. ამას, როგორც საკუთარი ყურების ნახვას უსარკოდ, რუსები ვერასოდეს ეღირსებიან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიღაცამ დაიწყოს მოლაპარაკებები პირობის გარეშე, რომ საქართველო არის ერთიანი და განუყოფელი,” – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვის განცხადებას, რომ მოსკოვმა და თბილისმა დიალოგის შესაძლებლობა უნდა მოძებნონ და არ გაამწვავონ პრობლემები.

მსგავსი თემები