“როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა უზნაძის განწყობის თეორია” – ლევან რატიანი

“როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა უზნაძის განწყობის თეორია და მივხდი, რომ, რადგან სხვა საშუალება არ არსებობდა გარდა სიმპტომური და ინდივიდუალური მიდგომისა, რაც შეიძლება კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილვიყავი”, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, იგი ახერხებს პაციენტებთან კარგ განწყობაზე ყოფნას.

„თავიდანვე, როდესაც ეს დაავადება გაჩნდა, გადმოვიღე უზნაძის განწყობის თეორია, მეტი გზა არ არსებობდა, რადგან არ ვიცოდით პროფილაქტიკური მედიცინა, არ ვიცოდით ამ დაავადების ზნე და პრაქტიკულად დღესაც არ ვიცით. შეიძლება ყველა პაციენტის ფსიქოლოგია არ ვიცოდე, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი რა განწყობით შემოდიან აქ და მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ განწყობას“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები