“როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას” – კახა კალაძე

როგორც კი გვეტყვიან, რომ უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს ტრანსპორტი მუშაობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა.

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე.

„ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს. როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები