რიყის დოქები ვერ გაიყიდა

რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი ჩაიშალა. შესაბამისად, რიყის დოქები ვერ გაიყიდა. 

ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქების გაყიდვის მიზნით ელექტრონული აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო და მყიდველი ვალდებულებას აიღებდა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში მრავალფუნქციური კომპლექსის, რაც უნდა მოიცავდეს ,მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს, თეატრს , საგამოფენო,საკონფერენციო სივრცეს ან სასტუმროს შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოფა მოეხდინა. ამასთან , არსებული საინვესტიციო პირობებით, ინვესტორი ვალდებული იქნებოდა 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.

მსგავსი თემები