რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 20 პაციენტის ტესტირების პასუხს ელოდებიან

რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის თეა თავართქილაძის განცხადებით, კლინიკაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი დღეს არ გაზრდილა.

“ამ ეტაპზე არის 61 პაციენტია ჩვენს კლინიკაში. 36 პაციენტი არის დადასტურებული ინფექციით. მათი მდგომარეობა არის სტაბილური. საღამოს ველოდებით 20 პაციენტის ტესტირების პასუხს.

კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვი დღეს არ გაზრდილა. რჩება ისევ 36 და არიან არსებული კლასტერებიდან. ყველა მათგანი იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ანუ სუნთქვის აპარატზე არცერთი არ არის. ყველა მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. რამდენიმე მათგანს აღენიშნება პნევმონია,” – განაცხადა თეა თავართქილაძემ.

მსგავსი თემები