რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 26 პაციენტი იმყოფება.

როგორც საავადმყოფოს გენერალური დირექტორი განმარტავს, კლინიკაში, სადაც საკარანტინო სივრცეა მოწყობილი, წინა დღეებთან შედარებით, პაციენტების რაოდენობა შემცირებულია.

26 პირიდან 24 საქართველოს მოქალაქეა ორი კი აზერბაიჯანის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ არც მომატებული ტემპერატურა აღენიშნებათ.

მსგავსი თემები