“რესპუბლიკური საავადმყოფოს” ეზოში მრავალწლოვან, მაგრამ დაავადებულ ხეებს მოჭრიან

​თბილისის მერიასთან ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, „კლინიკების განვითარების კომპანიის“ კუთვნილ ტერიტორიაზე, მათ შორის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში არსებულ მრავალწლოვან, გამხმარ და დაავადებულ ხეებს მოჭრიან და მათ ადგილას ახალ ნერგებს დარგავენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან გაფორმებულ დოკუმენტზე ხელმომწერთა შორის „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი „კლინიკების განვითარების კომპანიაც” არის. მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამხმარი და დაავადებული ხეების მოვლის ღონისძიებებს ერთობლივი ძალებით უზრუნველყოფენ.

ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დედაქალაქის მასშტაბით, ხე-მცენარეთა დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით ტარდება.

„ცენტრალურ გამზირებზე ხეების დაავადებების ყველაზე დიდი კერები გვაქვს – გამხმარია ყელა ფიჭვი. ის ფიტოსანიტარიული ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ მიმდინარე წელს ვატარებთ, აუცილებელია, რათა დაავადებები არ  გავრცელდეს მთელი თბილისის მასშტაბით და ეკოლოგიური კატასტროფა არ მივიღოთ“, განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.

მსგავსი თემები