რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხი თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 34 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, მათ შორის ოთხი რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია.

„სამედიცინო პერსონალიდან ოთხს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, გუშინ იყო პირველი შემთხვევა და დღეს ამას დაემატა სამი. მუდმივად ვაფრთხილებდით სუყველას, მათ შორის მოსახლეობასაც, კოვიდ ინფექცია არსად წასულა, ის ჩვენს გვერდით ცხოვრობს და არ უნდა მოვეშვათ, არ დავარღვიოთ წესები. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეთი შემთხვევა მოხდა, ჯერ მედპერსონალის ერთ წარმომადგენელს დაუდასტურდა და დღეს კიდევ სამი დაემატა.

რა თქმა უნდა, ჩვენ გეგმურად ვუტარებდით „პისიარ“ ტესტირებას მთელ მედპერსონალს. ახალი დამთავრებული გვქონდა, სრულად გატესტილი გვყავდა ყველა და ყველა ნეგატიური იყო. ახლა თავიდან დავიწყებთ და გავტესტავთ ყველა მედპერსონალს, რომ  ავიცილოთ გავრცელება“,- განაცხადა გოფოძემ.

მსგავსი თემები