რესპუბლიკური საავადმყოფოს 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ტესტირება 15 პაციენტს ჩაუტარდა და ყველა მათგანის შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავდმყოფოში დაკვირვების ქვეშ 36 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კოვიდ 19-ით ინფიცირებულია.

„მხოლოდ ერთია კოვიდინფექცია დადასტურებული პაციენტი.დანარჩენები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.გუშინ ტესტირება ჩაუტარდა 15 პაციენტს და 15-ვესთან ნეგატიური პასუხი მოვიდა“ ,- განაცხადა გოფოძემ.

გოფოძის განმარტებით, დღეს კიდევ დაახლოებით 16 პაციენტს ჩაუტარდება კვლევა და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები