„რესპუბლიკელები“ სენატში ლიდერობენ, „დემოკრატები“ – წარმომადგენელთა პალატაში _ არჩევნები აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკის მოსახლეობას შუალედურ არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის.

„უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას“, – აცხადებს დონალდ ტრამპი და მიღებული შედეგებით კმაყოფილია.

რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ამერიკელებმა შტატების წარმომადგენელთა პალატის 435 წევრი და სენატის 1/3 აირჩიეს. პარალელურად, 36 შტატში გუბერნატორის არჩევნები გაიმართა, 46 შტატში კი საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები.

ამომრჩევლებმა “დემოკრატიულმა პარტიას” წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოაპოვებინეს, სენატში კი „რესპუბლიკელებმა“ გაიმარჯვეს. ეს არის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. მიღებული შედეგებით დონალდ ტრამპი კმაყოფილებას არ მალავს.

მისი განცხადებით, კონგრესში გამართული შუალედური არჩევნები „რესპუბლიკური“ პარტიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. შუალედურ არჩევნებში უპრეცენდენტო შემთხვევაც დაფიქსირდა. კონგრესის შემადგენლობაში მუსლიმი ქალებიც იქნებიან წარმოდგენილები. მაგალითად, პალესტინელი წარმოშობის რაშიდა თლაიბი და სომალელი ილჰან ომარი. ორივე მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ისტორიაში პირველი მუსლიმი ქალი წევრები იქნებიან.

მსგავსი თემები