რეგულაცია სამშენებლო კომპანიებისთვის

ახალი რეგულაციის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისას, აუცილებელი იქნება წარდგენილი იყოს პროექტი, რომელიც წყალარინების სისტემის საკანალიზაციო ქსელზე დაერთებას ითვალისწინებს. 

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, შეიქმნება წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმი. მისი თქმით, აქამდე, მშენებლობის ნებართვის გაცემისას აღნიშნული მოთხოვნები გათვალისწინებული არ ყოფილა, რის გამოც წლების განმავლობაში სავალალო შედეგი დადგა. 

„არ იყო ვალდებულება, წინასწარ ყოფილიყო შეთანხმებული საკანალიზაციო სისტემაზე სამშენებლო ობიექტის დაერთების საკითხი, რაც იწვევდა იმას, რომ სხვადასხვა მშენებლობის დროს წყალარინები ერთდებოდა არა ამ ქსელზე, არამედ სანიაღვრეზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერს“ აქვს გამართული გამწმენდი სისტემა, მტკვარში კანალიზაცია სანიაღვრეებიდან ჩაედინება. საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში მივიღეთ გრანტი, რომ შევისწავლოთ მთლიანად დედაქალაქის საკანალიზაციო სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში დავდოთ პროექტი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ყველაფერი იყოს მოგვარებული და მოწესრიგებული. ამას აუცილებლად გავაკონტროლებთ, რადგან თავიდან ავიცილოთ მდგომარეობა, რომელიც დღეს გვაქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები