რეგიონული განვითარებისა  სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდას მივესალმები – ბექა ნაცვლიშვილი 

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები გაიზრდება და მას შეუერთდება ყველა ის ღონისძიება, რომელიც დაკავშირებული იქნება მშენებლობასთან, სივრცით მოწყობასთან და განვითარებასთან.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, იგი მიესალმება ზოგი სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდას, მათ შორის განსაკუთრებულ ეფექტს ელის რეგიონული განვითარების სამინისტროსთვის ფუნქციების გაზრდის მიმართულებით.

მისივე შეფასებით, ეს ძალიან დიდი ხნის წინათ უნდა გაკეთებულიყო და ძალიან კარგია, რომ ეს ცვლილება ახლა ხორციელდება.

​ამ სამინისტროს აქვს ყველაზე დიდი გამოცდილება დაგროვებული ამ მიმართულებით, შესაბამისად ეს სამინისტრო ახორციელებს იმ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს გზის მშენებლობა, თუ სხვა. თუ ამას შეუერთდება სხვა მასშტაბური პროექტების განხორციელებაც, კარგი იქნება, იმიტომ რომ თავს მოიყრის ყველა მასშტაბური მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტი ერთი სამინისტროს ქვეშ”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, ​დანარჩენ სტრუქტურულ ცვლილებებს რაც შეეხება, პრაქტიკა და გამოცდილება აჩვენებს მომავალში, რამდენად წარმატებული იქნება ზოგი სამინისტროს გაერთიანება.

მთავრობის სტრუქტურული რეფორმის საკითხს პარლამენტში დღეს, ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.

მსგავსი თემები