რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

“ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის შემდეგ, ნაკადების გაკონტროლებაზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, ეს მათი პრეროგატივაა. ჩვენი მხრიდან რეკომენდებულია, რომ მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრების დიდი რაოდენობა ერთ სივრცეში და ეს სიტუაცია კონტროლირებული იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასურველია ადამიანებს მგზავრობისას თან ჰქონდეთ სადეზინფექციო საშუალებები და ხელები ხშირად დაიმუშაონ.

ამირან გამყრელიძის თქმით კი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება.

„უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი, ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი ატრიბუტი. ამიტომ ვინც ვიმგზავრებთ ავტობუსებით, მეტროთი უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ, ეს იქნება სანქცია, იქ ამას გააკონტროლებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ

მსგავსი თემები