რა შემთხვევაში მოიხსნება აბიტურიენტი გამოცდიდან?!

აბიტურიენტი, რომელიც საგამოცდო სივრცეში  ნიღბის გაკეთებაზე ან მოთხოვნის შესაბამისად,  ხელის ჰიგიენური საშუალებით დამუშავებაზე უარს იტყვის, ეროვნული გამოცდებიდან მოიხსნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, საგამოცდო სივრცეში მყოფს პირველ ჯერზე გაფრთხილებას მისცემენ, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი საგამოცდო პროცესს გამოეთიშება.  

ანალოგიურ განმარტებების იძლევა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე განმარტავს, ნიღბის მოხმარებაზე ან  ხელის დამუშავებაზე დაუმორჩილებლბის შემთხვევაში, აბიტურიენტი  გამოცდიდან მოიხსნება.  

მსგავსი თემები