„რა სახელმწიფო ვართ, თუ, პრაქტიკულად, არც ერთი საზღვარი გვაქვს” – საქართვლოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით გარეჯის პრობლემასთან მის გაიგივებას გაუგებარს და გასაკვირს უწოდებს. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, მტკივნეულია, როცა ქვეყანას საზღვრების საკითხი ამ დრომდე ღიად აქვს დატოვებული და ეს საკითხი დაუყოვნებლივ უნდა გადაიჭრას.

„მე რომ ვიყავი აზერბაიჯანში და სომხეთში, ორივე ადგილას ვთქვი, რომ შეუძლებელია გაგრძელდეს ის, რომ ჩვენ, ასეთი მეგობრული ქვეყნები, რომლებსაც მართლაც არა აქვთ არაფერი გასაყოფი, ვერ მივიდეთ იმ საბოლოო დემარკაციამდე, რომელიც არის პირველი ნიშანი სახელმწიფოებრიობის. ჩვენ რა სახელმწიფო ვართ, თუ პრაქტიკულად არც ერთი საზღვარი არ გვაქვს. ჩემთვის და ყველასთვის, ვისაც აქვს ეს მოქალაქეობრივი გაგება, ძალიან მტკივნეული საკითხია და უნდა შევუდგეთ ამ საკითხს ძალიან აქტიურად, მაგრამ არა წინასწარი დათმობებით​”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას უკვირს იმ ადამიანების, რომლებიც მას პატრიოტიზმის ქადაგებით აკრიტიკებენ: „ადრეც ვიყავი ნამყოფი დავით გარეჯში. ძალიან მიკვირს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ რაღაც პრეტენზია სახელმწიფოებრიობაზე, პატრიოტიზმზე და საერთოდ, ისტორიულ შეგნებაზე, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტის მისვლა დავით გარეჯში, ჩვენი სამონასტრო კომპლექსის დათვალიერება, ჩვენ ტერიტორიაზე, არის რაღაც პროვოცირების ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ უნდა დადიოდეს ისეთ ადგილებში, რომლებსაც ჩვენ ვთვლით, როგორც ჩვენს ტერიტორიას? თუ რას ნიშნავს ეს? მინდა გავერკვიო“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული ჯგუფები და აქტივისტები, დავით გარეჯში შექმნილ პრობლემას სალომე ზურაბიშვილის ადგილზე ვიზიტს უკავშირებენ.

მსგავსი თემები