„რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული“ – მარიამ კუბლაშილი ფეხბურთელის გარდაცვალებაზე

„სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ,“ – ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.  

„რა სანატრელია ახლა ,,მიშას ციხე”! უსასტიკესად, წამებაში უნდა ამოხდეთ სული ამ ვანდალიზმის ჩამდენებს. დღევანდელი პირობები კურორტია მსგავსი სასტიკი დამნაშავეებისთვის სასჯელის მოსახდელად! სადისტების გამზრდელმა მშობლებმა სიცოცხლე რა სინდისით უნდა გააგრძელონ, როგორ უნდა გაბედონ და იბრძოლონ მათი თავისუფლებისთვის? ! ყველა ის პირი, ვინც არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან უმკაცრესად უნდა დაისაჯოს!

სად არიან გოგონას მშობლები, ამ პანდემიური აკრძალვების დროს 50 კაცი დაქირავებულ ვილაში რომ შეკრიბა და დააფინანსა? გასათვალისწინებელია ახალგაზრდების ასაკი, მათი ნაცნობობა ან უცნობობა. მათი საერთო ინტერესები თუ… ? უფრო მეტად სასტიკია მკვლელი/ ები, რომელიც 4 დღე სამძებრო სამუშაოებს შორიდან უყურებდა! ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. უბედური დედის ლამაზი, კეთილი, მშრომელი, სპორტსმენი შვილის ნაცემ სხეულს 4 დღე მდინარე დაათრევდა! ყველა ვინც დუმდა, პოტენციური მკვლელია, ვინც შეესწრო კონფლიქტს, მანქანების დევნას, მის დენად ხასიათს და არ შეატყობინა პოლიციას – თანამონაწილეა! ვეღარ ვიკავებ თავს. ღმერთო, გასკდა გული! როგორი შვილი მოუკვდა დედას, საქართველოს“ – აცხადებს ადვოკატი.  

მსგავსი თემები