„რა რესურსი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ჩავრთოთ პროექტებში?“ -გია ვოლსკი მაია ცქიტიშვილს

„აწვდის თუ არა განათლების სისტემა შესაბამისი კვალიფიკაციის მუშახელს იმ საგანგებო ინდუსტრიას, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ და რა რესურსი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ჩავრთოთ პროექტებში?“,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს.

პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრს მოუსმინეს, გიორგი ვოლსკი სოფლის პროექტების დახასიათებით და ამ მიმართულებით, სამინისტროს სამომავლო გეგმებით, ასევე, წყალმომარაგების საკითხით დაინტერესდა.

„სოფლის პროექტები საგანგებო მნიშვნელობისაა. სამწუხაროდ, ერთი პერიოდი შეწყვეტილი იყო და კარგია, რომ აღდგა.  წელს რა გეგმები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?  უწყებათაშორისი საბჭო იხილავდა ინტენსიურად პროექტებს, მათ შორის, საგანგებო პროექტებს – წყალმომარაგების. ახლა აქ ოთხ პროექტზე გვქონდა საუბარი, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე და ამ საკითხებთან დაკავშირებით იქნებ მოგვახსენოთ”- მიმართა გიორგი ვოლსკიმ მაია ცქიტიშვილს.

მსგავსი თემები