“რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?” – გიორგი ვოლსკი

“რა პოლიტიკურ პატიმრებზეა ლაპარაკი, ან ლოგიკა სად არის?” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ყველაფერი რომ გამორიცხო, ესენი (ოპოზიცია) ამბობენ, რომ დემოკრატული სამყაროს ელჩები, წარმომადგენლები დამოუკიდებელ სახელმწიფოს, დემოკრატიულ საქართველოს ავალებენ, რომ სახელისუფლო სტრუქტურების მეშვეობით სასამართლოში დამდგარი განაჩენი გადახაზონ და სასამართლოს უბრძანონ, რომ კარი გააღეთ და ხალხი გამოუშვით. ასეთი რამ არ არსებობს.

ეს ის ხალხია, რომლის ფიქრის, აზროვნების სტანდარტი არის, ვინც ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ამ სტანდარტით თუ ვიმსჯელებთ, ყველა დაასკვნის, რომ ეს არის მოგონილი მიზეზი, რათა ოპოზიცია თავის საწყის პოზიციას, ანუ დესტრუქციას დაუბრუნდეს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები