რა მოუვა ლარს, დევნილებს ფართის შესაძენად თანხა რომ დაურიგონ?! – რომან გოცირიძის პასუხი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თვლის, რომ ხალხს არჩევანი წაერთვა ბინების შეძენასთან მიმართებაში. როგორც გოცირიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ამბობს, ხელისუფლებამ თავად კი არ უნდა შესთავაზოს დევნილ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართი, მათ თანხა უნდა მისცენ და თავად აარჩევენ რა ტიპის ფართს იყიდიან.

“მედიაცენტრი მთავარის” კითხვას, რა მოუვა ისედაც გაუფასურებულ ლარს, მოსახლეობას ფართის შესაძენი თანხა რომ დაურიგონ? რომა გოცირიძე ასე პასუხობს:

„ბინებს უშენებენ ის კომპანიები, რომლებიც დაკავშირებული არიან ხელისუფლებასთან, სწორედ დეპუტატებს აქვთ სამშენებლო კომპანიები. ნაცვლად იმისა, რომ ეს ფული მისცენ და მათ გადაწყვიტონ უნდა მშენებარეს იყიდის, უნდა აშენებულს და არ დაელოდება წლები. ეს თანხა უნდა გაიცეს მიზნობრივად. ეს ფული გინდ ბაზარზე გამოსულა, გინდ კომპანიებისთვის მიუციათ, განსხვავება არის ის, რომ  ამ ფულს ხელზე არ მისცემენ, მოდის ადამიანი და თავად ირჩევს რა ბინა უნდა და თანხა უნდა გადაეცეს იმ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ხელს დაადებს და არა ხელზე გადაეცეს იმ პირს, ვინც შეიძენს ეს იქნება კონკურენცია და მრავალი კომპანია ჩაერთვება,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

https://www.facebook.com/mcm.ge/videos/1031645393898638/

მსგავსი თემები