რა ზომები ტარდება ჭიათურაში ვირუსთან საბრძოლველად – მაჟორიტარი დეპუტატი მდგომარეობას აფასებს

რამდენიმე დღეა ჭიათურის მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზარი დაიხურა. მოსახლეობა საგანგებო რეჟიმის პირობებს ეგუება და რეკომენდაციებს ასრულებს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე „მედიაცენტრ მთავართან“ იმ სამუშაოებზე საუბრობს, რაც ხელისუფლების მხრიდან საგანგებო სიტუაციის პირობებში გატრადა.

„დავხურეთ აგრარული ბაზარი. დაახლოებით 230 ოჯახს გადაეცა პირველადი მოხმარების ნაკრები, ასევე ეკლესიაში გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, რაც ქვეყნის მასშტაბით გაიცა. მრევლი დადის ტაძარში, თუმცა დაცულია დისტანცია და დავეხმარეთ გახმოვანების აპარატით ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ჩვენს მუნიციპალიტეტში თითქმის არ დარჩა ოჯახი, ვინც კომუნალურ გადასახადებზე დაწესებული შეღავათით არ ისარგებლებს. აღვწერეთ გაჭირვებული ადამიანები და მათ გაეწევათ დახმარება. ასევე საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს გადაეცათ ოჯახებში საკვების ის ულუფა, რაც მათთვის ამ პერიოდის მანძილზე ნორმით იყო გათვალისწინებული“ – განაცხადა სულხან მახათაძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

რაც შეეხება სტატისტიკას, 7 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კარანტინის რეჟიმში არც ერთი ადამიანი იმყოფება.

“დღევანდელი მონაცემებით, ჭითურის მუნიციპალიტეტში კარანტინში მოქალაქეები არ იმყოფებიან. უცხოეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი სათანადოდ შემოწმებულია. საგანგებო, საკარანტინო რეგულაციების დარღვევის ფაქტები არ გამოვლენილა. თვითიზოლაციაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფება” – განუცხადა სულხან მახათაძემ “მედიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები