“რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია, ზოგჯერ შტურმებისგან შენობის დაცვაც მომიწია” – გიორგი გახარია

„გულწრფელად გეუბნებით, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ. რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუხისმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ის პატივს სცემს საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას და ყველაფერს გააკეთებს, მისი აღსრულებისთვის. 

ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია, ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც შტურმებისგან მომიწია და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს.

კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე, არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ვიცი, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იყო საკომიტეტო მოსმენებზე, ქალბატონი ეკა ბრძანდებოდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში  პარლამენტის ისეთი უგულებელყოფა არ ყოფილა“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები