„რაც დაუშვებელია ინტერნეტს გარეთ, უნდა იკრძალებოდეს ინტერნეტშიც“ – დიმიტრი ხუნდაძე

ინტერნეტუსაფრთხოებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე ინტერნეტ სივრციდან მომავალ საფრთხეებზე პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ საუბრობს და ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად რეგულაციების შემოღებას ითხოვს. დეპუტატმა აღნიშული პრობლემა პარლამენტის პირველ საშემოდგომო სესიაზე გააჟღერა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა ითხოვა.

„ბავშვებისა და მოზარდების ინტერნეტუსაფრთხოების თემაზე ჯანდაცვის კომიტეტი დიდი ხანია მუშაობს. დღეს, ცოვილიზებული სამყარო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნშნავს და ყველას მინდა მოგილოცოთ და გისურვოთ ინტერნეტუსაფრთხოება. გვსურს, ჩვენი ჩართვა ამ საერთაშორისო აქტივში არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ და მხოლოდ განცხადებებით და ბოლომდე მივიყვანოთ კომიტეტში დაწყებული საქმე. პროგრესს და განვითარებას ზოგჯერ თან სდევს სერიოზული რისკები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. რათქმაუნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის ინფორმაციით. ასევე, კარგია, როცა პირველად, ინტერნეტის მოხმარების ასაკმა ბავშვებში დაიწია, მაგრამ ინტერნეტში არსებობს იმდაგვარი ინფორმაცია, რომელიც ბავშვთა ფსიქო-ემოციურ სტრუქტურას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ვგულისხმობ ინტერნეტ სივრცეში წელიწადში 100 ათასზე მეტი პორნო საიტის მოწოდებას. როგორც ნარკოდამოკიდებულება, ასევე არსებობს პორნო დამოკიდებულება და მინდა გითხრათ, რომ მოზარდები არც თუ ისე იშვიათად უყურებენ სექსუალური ძალადობის სცენებს. ასევე, ვგულისხმობ ბავშვების მიერ გავრცელებულ ტრანზაქციებს, ქსელურ თამაშებში ჩართვას, რაც არაერთხელ გამხდარა მძიმე შედეგის მომტანი. ჩვენს ქვეყანაში დღესაც მიმდინარეობს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით სხვადასხვა საქმით ძიება და არსებობს ეჭვიც – ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზი ქსელური თამაშები ხომ არ არის. ასევე, რეალურია პირადი ინფორმაციის დაუცველობის რისკები, როცა ე.წ. მოძალადეები მოზარდების პირადი ინფორმაციის გამოყენებით მათ მიუღებელი და ხიფათის შემცველი ქმედებების ჩადენას აიძულებნ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

დეპუტატი ინტერნეტპროვაიდერებსაც მიმართავს და მათი მხრიდან ფილტრაციის სიტემის შემორებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამ კუთხით, საჭიროა ცნობიერების ამაღლება. ასევე, ფილტრაციის მეთოდების შემოტანა და ვფიქრობმ პროვაიდერები ამას გაგებით მოეკიდებიან. თანამედროვე ევროპა თანხმდება, რომ რაც დაუშვებელია და მიუღებელია ინტერნეტს გარეთ ის უნდა იკრძალებოდეს ინტერნეტშიც. უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ რამე ცენზურაზე სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, მხოლოდ მოზარდების დაცვაზე მავნე ინფორმაციის მიწოდებისაგან. განვითარებულ სახლემწიფოებს პროგრესში უნდა მივყვეთ და ამასთანავე, უნდა დავაზღვიოთ რისკები, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება ჩვენ შვილებს, მომავალ თაობას. უსაფრთხო ინტერნეტ გარემოს შესაქმნელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები