„რაღაც უნდა გქონდეს ცარიელი, გახარიაზე, რომ თქვა თითქოს ხელცარიელი მოვიდა  პარლამენტში“ – გია ვოლსკი გოცირიძის რეპლიკაზე

„სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა და შექმნილ სიტუაციაზეც ისაუბრა, არის შეუსაბამო შეკითხვები, მაგრამ ესეც კონსტრუქციულად ჩავუთვალოთ“, – ამის შესახებ გია ვოლსკიმ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს რომან გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა.

ვოლსკი თვლის, რომ გახარიას მოხსენება საინტერესო იყო:

„რაღაც უნდა გქონდეს ცარიელი, რომ თქვა გახარიაზე თითქოს ხელცარიელი მოვიდა პარლამენტში, იყოს შეკითხვები კრიტიკული, ამ ყველაფერზე პასუხები იქნება. საკმაოდ საინტერესო მოხსენება ჰქონდა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე. ესენი ამბობენ 130 მილიონი რატომ არ ნაწილდება, გეგონება ვინმეს, რაიმე ინტერესი აქვს, რომ ეს თანხები არ განაწილდეს.

რასაც მოველოდით მაინც იყო „ნაცმოძრაობისგან“ ის წამოძახილი, რომელიც პოლიტიკურ ასპექტში იყო გახვეული მთლიანად.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები