“რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება შეზღუდვები, ეს პირველ რიგში შეეხება 100-კაციანი ქორწილებს, ქელეხებს” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ქელეხებსა და ქორწილებზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს.

“რაღაც ეტაპზე, საჭირო გახდება მეტი შეზღუდვები. მაგალითად, ეს არის პირველ რიგში 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები.

ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველანი შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები