რაულ ხაჯიმბასა და აფხაზურ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება დაიწყო

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას ოპოზიციასთან შეხვედრა დაიწყო.

საზოგადოებრივი პალატის მდივნის, დანიელ უბირიას თქმით, საზოგადოებრივ პალატას მოლაპარაკებებში შუამავლის სტატუსი აქვს.

უბირიას არ დაუკონკრეტებია, ოპოზიციიდან ვინ მონაწილეობს დღევანდელ მოლაპარაკებებში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან  აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მსგავსი თემები