რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დატოვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. ე.წ. ოპოზიციის აქტივისტები, რომლებიც დე-ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრნენ, კვლავ შენობაში იმყოფებიან.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ კი ე.წ. ადმინისტრაციის შენობა დატოვა და ე.წ. სახელმწიფო აგარაკზე იმყოფება. ამის შესახებ საპროტესტო აქციის ორგანიზატორმა, ახრა ავიძბამ განაცხადა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბას დაცვის წევრები, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის სამუშაო ოთახთან იმყოფებიან, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადგილსამყოფელზე კომენტარს არ აკეთებენ.

სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

მსგავსი თემები