„რატომ დააფინანსეთ მილიონზე მეტი ევროთი „აირზენა“, როცა „ბორტები“ გადავსებული ჰქონდა“ – დეპუტატი მინისტრობის კანდიდატს

“რატომ გამოუყავით მილიონ ორასი ათასი ევრო „აირზენას“? შეგიძლიათ ადამიანურ ენაზე აგვიხსნათ? “- აღნიშნული კითხვით დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, „აირზენას“ ფრენები ყველა მიმართულებით მგზავრებით გადავსებული იყო და მას სახელმწიფოსგან დაფინანსება არ უნდა მიეღო:

„აირზენას“ ზაფხულის პერიოდში „ბორტები“ ყველა მიმართულებით გადავსებული ჰქონდა. სავსე იყო ამსტერდამის რეისები, ერევნის რეისები, რატომ გამოუყავით, ვის გამოუყავით თანხა, ვინ დააფინანსეთ ქალბატონო ნათელა? – მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის გაერთიანებულ კომიტეტების სხდომაზე მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მსგავსი თემები